ჩვენ კომპანია დაარსდა 2005 წელს, ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო კომერციული ფართების და სასაწყობო მეურნეობის მოწყობით, თბილისში ჭირნახულის ქუჩაზე N2-ში. კომპანიის მფლობელობაშია 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რომელზეც განლაგებულია აღნიშნული კომერციული და სასაწყობე ფართები, მათი ჯამური ფართობი შეადგენს 8600 კვადრატულ მეტრს.
წარმატებული საქმიანობის შედეგად კომპანიას გაუჩნდა შესაძლებლობა, თანამედროე ტექნოლოგიების დანერგვასა და გავნითარებაში განეხორციელებინა ინვესტიციები. ამ მიზნით ინვესტირება მოეხდინა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში, 2017 წელს შეიქმნა სამაინერო მონაცემთა ცენტრი, რომელშიც განთავსებულია როგორც ვიდეობარათების ფერმები, ასევე სხვადასხვა მოდელის მაინერები. მოპოვებული კრიპტოვალუტების რეალიზაცია და ვაჭრობა კი მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ელექტრონულ ბირჟებზე. მონაცემთა ცენტრი მდებარეობს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე 98 ნომერში.